logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა
ირაკლი კობახიძე: ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა
15:20 01.08.2018
„ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ (Noble Partner) გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.



სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, სხვა პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებულ ძალზედ მჭიდრო და მზარდ თანამშრომლობას. მისივე თქმით, პარტნიორობა რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენაა მიმართული.



„მნიშვნელოვანია, რომ წვრთნებში მონაწილეობას იღებენ როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოები, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები. ჩვენი საერთო პარტნიორობა ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო და მეგობრულ საგარეო პოლიტიკას. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამყარება საქართველოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო-პოლიტიკური პრიორიტეტია“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, „ნიშანდობლივია, რომ წლევანდელი, რიგით მეოთხე „ღირსეული პარტნიორი“ რუსეთის აგრესიის მეათე წლისთავს ემთხვევა“.



„საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობა დაბეჯითებით მოითხოვს ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შეჩერებას და რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურებაცაა.



ქართული ჯარი დგას ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე და ჩვენი ხალხის სიყვარულით და პატივისცემით სრულიად დამსახურებულად სარგებლობს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის.



„დღეს შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ქართული ჯარის სამეთაურო შემადგენლობას „ღირსეული პარტნიორი“ საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ წვრთნები და დაგეგმოთ მაღალი სირთულის ოპერაციები.



ჩვენი საერთაშორისო ძალისხმევის სადემონსტრაციოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი სამხედროები სამშობლოს ემსახურებიან შორეულ ქვეყნებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძემ, ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს, საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა.



„ამ დღეებში განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჩვენს გმირებს. მათი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას.



საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას გიხდით საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს და წვრთნების წარმატებით ჩატარებას გისურვებთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



სწავლების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაურმა, ჯოსეფ ლინგელმა.



„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა