საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა.
ელჩმა დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საგარეო საქმთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მათ ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, ასევე, საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.

















