logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბულგარეთის ელჩმა დავით ზალკალიანს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილი გადასცა
ბულგარეთის ელჩმა დავით ზალკალიანს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილი გადასცა
10:03 01.08.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ელჩმა მინისტრს გადასცა ბულგარეთის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ეკატერინა ზაჰარიევას მისალოცი წერილი და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.



საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების აქტიურ დინამიკას და წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე.



შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებული პოტენციალი, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, რაც შავი ზღვის რეგიონის ორივე ქვეყნისთვის თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს. ასევე, მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.



დავით ზალკალიანმა ბულგარეთის მხარეს ევროკავშირის საბჭოს წარმატებით თავმჯდომარეობის დასრულება მიულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ბულგარეთის ელჩს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვა აგვისტოს ომის 10-წლისთავან დაკავშირებით პარტნიორების კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.



დესისლავა ივანოვამ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბულგარეთი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერად. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩო, ბულგარეთი შეეცდება, მომავალშიც პოზიტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესში.



შეხვედრის დასასრულს, დესისლავა ივანოვამ დაადასტურა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სურვილი, უმასპინძლოს ქართველ კოლეგას სოფიაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა