პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ბაშარ-ალ ასადი კრიმინალია და მას მხოლოს
თავისნაირი ადამიანი შეხვდება.
ამის შესახებ სუბარმა ოკუპირებულ ცხინვალში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ასადი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც არ ზოგავს საკუთარ ხალხს და წამლავს მათ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული გაზით. ასე რომ, მასთან ლაპარაკს არ აპირებს ცივილიზებული სამყარო. ის ვის შეხვდება თუ არა თავისნაირ ადამიანებს. ამას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს,“-აცხადებს სოზარ სუბარი.

















