პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობიდანაც
გარიცხონ.
ჭიჭინაძის თქმით, მისი ყველა განცხადება შეგნებულად ნათქვამია.
როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, სურს „კოლექტიური ზარდიაშვილები“ „ქართულ ოცნებას“ ჩამოაშოროს.
„არაფერი არ წამომცდენია, ყველაფერს ვიძახი შეგნებულად და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ესე იგი მათ ხალხის ხმა არ მოსწონთ.
ვიბრძვი იმისთვის, რომ კოლექტიური ზარდიაშვილები ჩამოვაშოროთ „ქართულ ოცნებას“.
როგორ შეიძლება დეპუტატი განსხვავებული აზრის გულისთვის პარტიიდან გარიცხო. მეხუთე ათწლეულში გადავიდა თავმჯდომარე, ყველას პატარა ბავშვი ჰგონია, 40 წელს გადასცდა კაცი, როგორ შეიძლება ანგარიშების სწორება ჯიუტი ბავშვი რომ არის. ანგარიშს ცხოვრება ისე გაუსწორებს, ფეხზე ვერასდროს ვეღარ დადგება,“-აცხადებს ჭიჭინაძე.

















