logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძემ და ისრაელის ქნესეთის გენერალურმა მდივანმა ბათუმში შეხვედრები გამართეს
გივი მიქანაძემ და ისრაელის ქნესეთის გენერალურმა მდივანმა ბათუმში შეხვედრები გამართეს
15:44 26.07.2018
პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ქნესეთის გენერალური მდივანი იარდენა მელერ-ჰოროვიცი ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, მაია ხაჯიშვილს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ისრაელის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო და საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის ახლახან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმაღლეს საბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

იარდენა მელერ-ჰოროვიცმა მაია ხაჯიშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საპასუხო ვიზიტით ისრაელის ქნესეთში მიიწვია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრას ქნესეთის შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის კომიტეტის აპარატის უფროსი ლეა კრიხელი დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ბათუმის ღირსშესანიშნაობები და საკულტო ნაგებობები მოინახულეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა