პარლამენტარის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, ცვლილებები ნებისმიერი ჯანსაღი ხელისუფლებისთვის
აუცილებელი მოვლენაა.
მისივე თქმით, პრემიერს აქვს კონკრეტული ხედვები და სჭირდება ახალი, ეფექტური გუნდი დასახული მიზნების განხორციელებაში.
„ცვლილებები ნებისმიერი ჯანსაღი ხელისუფლებისთვის არა მარტო ნორმალური, არამედ აუცილებელი მოვლენაა. პრემიერს აქვს კონკრეტული ხედვები და სჭირდება ახალი, ეფექტური გუნდი დასახული მიზნების განხორციელებაში. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე იყო ცუდი ან იქნება კარგი, უბრალოდ დღის წესრიგშია ახალი გამოწვევები და საჭიროა განახლებული შემადგენლობა ამ გამოწვევებთან გამკლავებაში“- განაცხადა ქვარაიამ.

















