„ეს განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით
მანიპულირება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან მისი ორგანიზებული იყო და რამდენიმეადამიანთან ერთად თავიდან ბოლომდე ესწრებოდა.
„პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ გამოიწვია აღფრთოვანება ელჩებში და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბებისგარეშე. მან გააჟღერა ზუსტად იგივე პოზიცია, რაც თქვა ეთერში, საჯაროდ, ინტერვიუს დროს.
მთლიანად შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი დადებითი ემოციით და პოზიტიური შეფასებით. ვისაც სიმართლე აინტერესებს, სიმართლეესაა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

















