logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენი დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე
მამუკა ბახტაძე: ჩვენი დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე
12:33 26.07.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს.
თუმცა, მისივე თქმით, დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, რომ მმართველმა გუნდმა მომავალ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა არ წარადგინოს.


„ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლდათ სწორედ ის, რომ საქართველოში შემდგარიყო ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამასთან ერთად, ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ ის, რომ ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაქსიმალური რესურსების ინვესტიცია განახორციელოს, რომ მიიღოს კარგი შედეგი. გარწმუნებთ, ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, ვისაც შეუძლია უპრობლემოდ, გამოწვევების გარეშე, ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე - ეს ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიც, გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ორივე ამ არგუმენტს აქვს ძალიან სერიოზული წონა. აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს კონსულტაციები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან შინაარსობრივი მსჯელობები მიმდინარეობს და როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში ჩვენ საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას ვაცნობებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა