logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ბრიუსელში ვიზიტი გახლავთ კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ ჩვენთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს
მამუკა ბახტაძე: ბრიუსელში ვიზიტი გახლავთ კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ ჩვენთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს
12:05 26.07.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბრიუსელში მისი ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დემონსტრირება იყო იმისა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია პრიორიტეტულია.
„აქვე მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან და წარმატებულ ვიზიტს ბრიუსელში. ეს გახლდათ პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც, რა თქმა უნდა, დამთხვევა არაა. ეს გახლავთ კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
ვიზიტი ძალზე ნაყოფიერი იყო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩვენს მეგობარს ბრიუსელში გადავუხადო მადლობა იმ ძალიან პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება მოესმინა ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული გზავნილები. ამასთან, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალ ტუსკთან და სხვადასხვა ევროკომისართან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არსებობს რეგიონში. ამასთან ერთად, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წინაშე აღებულ ვალდებულებას (DCFTA) ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ. თუმცა აქვე აღვნიშნე, რომ ვაპირებთ, ეს პერიოდი კიდევ უფრო შევამციროთ და ვადაზე ადრე მოვახდინოთ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ჩვენ თავის დროზე ავიღეთ, როდესაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ამასთან ერთად, ევროპულ პარტნიორებთან ვისაუბრეთ ახლად შექმნილი უმაღლესი დონის ფორმატის მნიშვნელობაზე, როგორც მოგეხსენებათ, ნოემბერში ვგეგმავთ ამ ფორმატში, პირველ შეხვედრას, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას“ - განაცხადა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა