logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა აშშ-ის ანალიტიკური და კვლევითი ცენტრის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა აშშ-ის ანალიტიკური და კვლევითი ცენტრის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა
09:53 26.07.2018
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ანალიტიკური და კვლევითი ცენტრის ექსპერტებთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკული ანალიტიკური და კვლევითი ცენტრის წარმომაგდენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.



შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს რაც საქრთველომ განიცადა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს ბრიუსელის სამიტს და მის შედეგებს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს შემდგომი თანამრომლობის პრაქტიკულ მიმართულებებს. ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრებები ალიანსში ინტეგრაციის პროცესსი საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე.



კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში.



დავით ზალკალიანმა ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე.



საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აშშ-სა და სხვა ევროპელი პარტნიორების ჩართულობისა და მხარადჭერის მნიშვნელობას.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს სტუმრობს, სადაც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა