საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა კითხვა, რომელიც
მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და სამომავლო გეგმებს ეხება, პასუხი უნდა გაეცეს.
მისივე თქმით, ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილსაც და სხვა ადამიანებსაც ხელისუფლებიდან, აქვთ ვალდებულება კითხვებს უპასუხონ.
„ღიმილს იწვევს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებს. საზოგადოებას აქვს შეკითხვები იმაზე, თუ რა გააკეთა მთავრობამ და იმაზეც - თუ რის გაკეთებას გეგმავს მომავალში - ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რადგან დემოკრატია სხვანაირად ვერ მუშაობს. შესაბამისად, ბატონ კვირიკაშვილსაც და სხვა ადამიანებსაც ხელისუფლებიდან, აქვთ ვალდებულება კითხვებს უპასუხონ. დემოკრატია არის კითხვა-პასუხის რეჟიმი“- განაცხადა თალაკვაზე.

















