საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ გუნდს რამდენიმე
ისეთი კანდიდატი ყავს, ვისაც არჩევნების მოგება შეუძლია.
მისივე თქმით, ასეთი კანდიდატები არიან: დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, გიორგი კახიანი.
„შემიძლია დავასახელო კონკრეტული ადამიანები ჩვენი გუნდიდან, რომელთაც არჩევნების მოგება შეუძლიათ -ესენი არიან დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, გიორგი კახიანი პარლამენტიდან და რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არის დიდი სურვილი, თავად ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, რომ მას არ სურს ეს თანამდებობა დაიკავოს - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა“- განაცხადა თალაკვაძემ.

















