საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის
გუშინდელი ინტერვიუ იყო ძალიან სამართლიანი, გულწრფელი და არგუმენტირებული.
"მან ისაუბრა დიდ მიღწევებზე, რომელსაც ვერცერთი ობიექტური ადამიანი ვერ უარყოფს. იმავდროულად, მან ისაუბრა იმ ყველაზე მტკივნეულ პრობლემებზე, რაც აქვს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს.
ადამიანი უანგაროდ ემსახურება საკუთარ სამშობლოს და აკეთებს იმდენს საკუთარი ჯიბიდან, რამდენიც არ გაუკეთებია არცერთ ქართველს უახლეს ისტორიაში. ეს ყველაფერი რეალობაა. იმის ნაცვლად, რომ ამ უდიდეს საქმეში ასეთ ადამიანს მთელი საზოგადოება გვერდით დავუდგეთ, გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს კეთილი საქმის ბოროტად წარმოჩენას. სხვ არა არის ეს თუ არა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქმეები იმდენად დიდია, რომ დაქირავებული ტროლების მიზანმიმართული ძაგება შედეგს ვერასდროს გამოიღებს"-აცხადებს დეპუტატი.

















