საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, გასაკვირი არ უნდა იყოს
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ.
მისივე შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები და სწორი შეფასებაა.
" პარლამენტის როლის ხაზგასმა: პარლამენტის ფუნქცია უნდა გაიზარდოს და გამყარდეს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ საპარლამენტომმართველობად.
ასევე, ძალიან სწორი შეფასება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და ვიმოქმედოთ სწორად, ისე რომ ქვეყნის მიერ მიღწეული საგარეო თუსაშინაო წარმატებები, კიდევ უფრო გავაძლიეროთ.
დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც პოლიტიკურიპროცესის ჯანსაღ განვითარებაზე, ასევე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში"-აცხადებს ქაცარავა.

















