logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: თუ ვინმე "პანორამა თბილისის" პროექტს განახორციელებს, ჩემ კუთვნილ მიწას უფასოდ მივცემ
ბიძინა ივანიშვილი: თუ ვინმე "პანორამა თბილისის" პროექტს განახორციელებს, ჩემ კუთვნილ მიწას უფასოდ მივცემ
00:37 25.07.2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "პანპრამა თბილისი" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.


"პანორამასთან დაკავშირებით ერთმა ქალბატონმა მკითხა, თუ რატომ ვაშენებდი, ფული გაკლიაო? რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ისევ საერთო საქმისთვის ვაკეთებ. ის, რაც პანორამის სახით შენდება, არის უპრეცედენტო პროექტი.
ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ტურიზმის და სხვა მიმართულების განვითარებას ძალიან დიდ ბიძგს მისცემს. ეს არის სამსაფეხურიანი სასტუმრო. „ცეკავშირის“ შენობის ადგილზე აშენდა შენობა, რომელიც ყოფილი შენობის საზღვრებს ერთი მეტრით არ გადაცილებია და აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ყვიროდნენ.
გახსოვტ ალბათ, „ცეკავშირის“ დამახინჯებულ შენობაზე წლობით ფარდები იყო ჩამოფარებული და მას ვერაფერს უხერხებდნენ. თბილისში ყველაზე ცენტრალური ადგილი ალბათ ეგ არის და აქედან საბაგიროთი ოთხ წუთში ადიხარ ადგილზე, სადაც შეგიძლია, გოლფი ითამაშო. შუაში კიდევ არის ძალიან საინტერესო ადგილი, სადაც ოდესღაც, ძველი თბილისის სანაგვე იყო და ამ ადგილზეც სასტუმრო გაკეთდება. მესამე საფეხური თაბორის მთაა, სადაც სასტუმროც გაკეთდება, გოლფ კლუბიც და გოლფის მოედანიც.
ასევე გაკეთდება უნიკალური საკონფერენციო სივრცე, რაც მთელ მსოფლიოში ძალიან დეფიციტია. ათას ხუთას კაცს ვერ ვატევთ ვერსად და აქ ხუთი ათას კაცს დაატევ. თან, საბაგიროთი შეიძლება გადაადგილება და არა მანქანით.
ასევე, იქნება მეტი სიმწვანე. განაშენიანების პროცესი დაწყებული მაქვს და ამ ნაწილს ისედაც ვანაშენიანებდი, სანამ თაბორს დავიწყებდი. რა თქმა უნდა, იქ სიმწვანეც მეტი იქნება და თან, ქალაქის ცენტრში რომ ასეთი რამ ხდება, ასეთი დონის სასტუმროების კასკადი რომ იქნება, გარწმუნებთ, ეს თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება.
ასევე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ოღონდ ეს პროექტი გააკეთოს ვინმემ და მინიმუმ, მიწას გადავუფორმებ უფასოდ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ასეთივეა ანაკლიის პროექტიც. მე მიწა შეძენილი მაქვს, მაგრამ თუ ვინმე ააშენებს, იმ მიწას ვაჩუქებ, უფასოდ მივცემ. ასევე უნიკალურ პროექტს ვაკეთებ სანატორიუმის სახით, რასაც მწვანე კონცხი ჰქვია და იმ შემოსავლებით ბოტანიკურ ბაღს მივხედავ ბოლომდე"-განაცხადა ივანიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა