logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მომხსენებელს ანდრის მამიკინს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მომხსენებელს ანდრის მამიკინს შეხვდა
17:13 24.07.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მომხსენებელს, ანდრეს მამიკინსს შეხვდა, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს.



მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან მაღალია მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის მიმართ და შესაბამისად, პარლამენტიც ამ სულისკვეთებით მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შესრულდეს, მათ შორის მიიღოს ის კანონები, რომელიც ამ ვალდებულებებშია გაწერილი.



საუბარი შეეხო ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ძალაში ნოემბერში შედის და პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგლამენტით კიდევ უფრო ძლიერდება საპარლამენტო ინსტრუმენტები მთავრობაზე ზედამხედველობის კუთხით და შესაბამისად, ესეც გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა ზედამხედველობა გაუწიოს უშუალოდ მთავრობის მიერ განსახორციელებელ ვალდებულებებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.



პარლამენტის თავმჯდომარის ევროპარლამენტის მომხსენებელთან შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.



შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში ასახული იქნა ის პროგრესი, რასაც ქვეყნამ მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.



„ჩემი მოლოდინი ანგარიშთან მიმართებაში არის ის, რომ დოკუმენტში აისახება ის რეალური პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში. ჩვენი პროგრესი თვალნათელია და ეს ასახულია, მათ შორის, ევროკომისიის ანგარიშებში და ყველა დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშებში. ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ამ პერიოდის განმავლობაში. თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც სულ უფრო მეტ შედეგს გვაძლევს იმ თვალსაზრისით, რომ ღრმავდება ჩვენი ეკონომიკური კავშირები და ბმა ევროკავშირთან, რასაც მოწმობს ჩვენი გაზრდილი სავაჭრო მაჩვენებლები ევროკავშირის ქვეყნებთან. ასევე, წევრობა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში, სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამის და სააგენტოს წევრობა - ეს ყველაფერი არის კონკრეტული შედეგი და მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.



დღეს, ანდრეს მამიკინსმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველო არიას ძალიან წარმატებული ევროპული ინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, მე მაქვს მოლოდინი, რომ ანგარიშიც ეს პროგრესი იქნება სათანადოდ ასახული“,-განაცხადა თამარ ხულორდავამ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა