პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კითხვების დასმა სამართალდამცავი
ორგანოების პრეროგატივაა.
მისივე თქმით, თუ პარლამენტის მხრიდან ზედამხედველობის კუთხით ჩარევა საჭირო იქნება, საკანონმდებლო ორგანო ამას გააკეთებს.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტების იმ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გარდა სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო მოსალოდნელ გამოკითხვას ეხებოდა.
„ის, თუ ვის დაუსვამენ კითხვებს სამართალდამცავი ორგანოები უნდა კითხოთ, ბუნებრივია, სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ, ბუნებრივია, უნდა დაველოდოთ ამ პროცესს. თუ საჭირო იქნება პარლამენტის მხრიდან ჩარევა ზედამხედველობის კუთხით, ამას, ბუნებრივია, გავაკეთებთ და თვალყურს მივადევნებთ, ბუნებრივია, ამ პროცესს, თუმცა, კითხვებს სვამენ სამართალდამცავი ორგანოები და ისინი იღებენ პასუხებს. შესაბამისად, ეს არის მათი პრეროგატივა და მათ უნდა დაუსვათ ეს კითხვები“ -განაცხადა კობახიძემ.

















