პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ „ქართულ ოცნებას“
საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიული კანდიდატი არ ეყოლება.
მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა ისედაც უმრავლესობითაა წარმოდგენილი.
„ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლეობა პარლამენტში, ჰყავს მთავრობა, რომელსაც თვითონ აკომპლექტებს, ჰყავს ადგილობრივ თვითმმართველობში უმრავლესობა, შესაბამისად, ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა ჩვენი პოლიტიკური ძალის. ამაში საიდუმლო არაფერია. ამიტომ, ვფიქრობ, წმინდა დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება, თუ პარტიული კანდიდატი არ გვეყოლება ამ არჩევნებში“- განაცხადა ჩუგოშვილმა.

















