პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიის
წესდების შესაბამისად მოხდა.
ამის შესახებ კობახიძემ ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას.
„პარტიიდან გარიცხვის ფორმა დადგენილია პარტიის წესდებით. ეს რეგულაციები წესდებაში მოქმედებს 2012 წლიდან. ამ წესდებით იხელმძღვანელა, ბუნებრივია, სამდივნომ და ამის საფუძველზე მიიღო თავისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამის კრიტიკას, ბუნებრივია, არავითარი საფუძველი არ აქვს. სამდივნომ იმოქმედა პარტიის წესდების შესაბამისად“, -განაცხადა კობახიძემ.

















