logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტობის კანდიდატად ქალის წარდგენა ურიგო არ იქნება
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტობის კანდიდატად ქალის წარდგენა ურიგო არ იქნება
13:53 24.07.2018
„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ის უნდა იყოს ზეპარტიული. შესაბამისად, პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. ეს უნდა იყოს კრიტერიუმი და არა რომელიმე პარტიის მიმართ ლოიალობა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.



მისი თქმით, ქვეყანას აღარ უნდა ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ლოიალური იქნება კონკრეტული პარტიების მიმართ, ისე როგორც ეს იყო გასული ხუთი წლის განმავლობაში.

„გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი. ასეთი პრეზიდენტის გამეორება ჩვენ, ბუნებრივია, არ გვინდა.



შესაბამისად, პარტიის მიმართ ლოიალობა, „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალობა არ იქნება არავითარ შემთხვევაში, ბუნებრივია, კრიტერიუმი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა. დაწყებული ასაკით, დამთავრებული გენდერით. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია. ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შეიძლება, რა თქმა უნდა, დაფიქრება. შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა იმისათვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენ ქვეყანაში განვითარების პროცესი. სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ინტერვიუ ექნება მედიასთან და შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია გახდეს ცნობილი.



„დღეს იქნება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ მედიასთან. შესაბამისად, მისგან მოვისმენთ, ბუნებრივია, მის ხედვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც და ალბათ, ამაზეც გვექნება კონკრეტული ინფორმაცია მოწოდებული მისი მხრიდან. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან კომენტარებს, ჩვენ ჯერ გვჭირდება პარტიის შიგნით კონსულტაციების გავლა და ამის საფუძველზე ვიტყვით კონკრეტულად, თუ როგორ წარსდგება ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“. სხვადასხვა ვარიანტზე შეიძლება მსჯელობა. რა თქმა უნდა, ამ მსჯელობის საფუძველზე ჩვენ უკვე კონკრეტულ კომენტარებს გავაკეთებთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა