logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გამარტივდა
პარლამენტთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გამარტივდა
10:57 21.07.2018
საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებპორტალის კანონმდებლობის გვერდს ახალი აპლიკაცია - „საინფორმაციო სისტემა“ (https://info.parliament.ge/beta/) დაემატა, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციას.

ახალი აპლიკაცია მარტივად მოხმარებადია და მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ოპერატიულად მოიძიონ პარლამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: კანონპროექტები - თანდართული ყველა მასალებით, კენჭისყრის შედეგები, ბიუროსა და პლენარული სხდომების დღის წესრიგები, აგრეთვე სადეპუტატო კითხვები და, რაც მთავარია, ყველა საჯარო ინფორმაცია.

მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაწყებული 1997 წლიდან დღემდე, 10 861 კანონპროექტზე მიიღოს ყველა ინფორმაცია ინიცირებიდან მის კანონად ქცევამდე. აპლიკაცია საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში შეიქმნა.

საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მაგალითების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის აპლიკაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე შეიქმნა.
გვერდზე თემატურად განთავსებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტის საჯარო ინფორმაციის მოდულზე ინფორმაცია ადვილადდამუშავებად ფორმატებშია მოცემული, რაც მომხმარებელს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას გაუადვილებს.

მოდულზე განთავსებულ თითოეულ ინფორმაციას მითითებული აქვს გამოქვეყნების თარიღი, განახლების პერიოდი, ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდეს ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს.
ამასთან, საჯარო ინფორმაციის გვერდი ითავსებს არქივის ფუნქციასაც და ინფორმაციის განახლების შემთხვევაში, მომხმარებლისათვის განვლილი პერიოდის ინფორმაციაც კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება. გვერდზე არსებულ თითოეულ განყოფილებას გააჩნია დეტალური ძიების ველი, რაც მომხმარებელს მისთვის სასურველი პერიოდის თუ შინაარსის ინფორმაციის მოძიებას გაუადვილებს.

საჯარო ინფორმაციის გვერდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის განყოფილება წარმოადგენს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მისთვის სასურველი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტიდან ელექტრონულად გამოითხოვოს.

საჯარო ინფორმაციის გვერდის შემუშავება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფუძემდებლური პრინციპებიდან (ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, საზოგადოების აქტიური ჩართულობა მმართველობით პროცესებში) გამომდინარეობს და ეხმაურება საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ 3.1 ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტები ადვილად დასამუშავებელ ფორმატში უნდა იქნეს განთავსებული.
იგეგმება ამ აპლიკაციის გაფართოება, ახალი ფუნქციებით დატვირთვა და ინფორმაციით შევსება.



პარლამენტის ინფორმაციული სისტემები აქვეყნებს API - ის (Application Programming Interface) ფუნქციონალს, რომელსაც ასევე იყენებს აღნიშნული აპლიკაცია. აღსანიშნავია, რომ იგი არის საზოგადოდ ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მომხმარებელს ეძლევა საშუალება მისი მეშვეობით შექმნას საკუთარი აპლიკაცია.

საქართველოს პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გვერდი შეიქმნა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი საპარლამენტო პროექტის მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა