შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ხორავას ქუჩის საქმესთან“
დაკავშირებით მტკიცებულებების შეგროვების პროცესი გრძელდება.
მისივე თქმით, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში საქმეზე სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული.
„გამოძიება გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არცერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას.
კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს გამოძიება, თუმცა მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება. როგორც კი შეგვექმნა საკმარისი სტანდარტი იმისთვის, რომ ბრალდებულის სტატუსით გუშინ შესაბამისი პირი დაგვეკავებინა, ჩვენ ეს გავაკეთეთ. თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არ არის“- განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ხორავას ქუჩის საქმესთან“ დაკავშრებით ცრუ ჩვენების ბრალდებით მოზარდი დააკავა. დაკავებულს ბრალი დღეს უნდა წარედგინოს.

















