logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დონალდ ტუსკი: ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი
დონალდ ტუსკი: ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი
16:17 19.07.2018
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან.
მისივე თქმით, ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერ მხარდამჭერად..
ამის შესახებ დონალდ ტუსკმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ტუსკმა ტყიბულის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.
„პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა ტყიბულში მაღაროში დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

დიდი სიხარულით მივესალმები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს ბრიუსელში და ვულოცავ მთავრობის მეთაურის პოზიციაზე დანიშვნას! მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო ამ არჩევანისთვის. ბრიუსელში შედგა თქვენი ერთ-ერთი პირველი თუ სულაც პირველი საგარეო ვიზიტი ამ რანგში. ეს ძალიან სიმბოლურია და უდავოდ ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას.

ევროპის კავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. პრემიერ-მინისტრმა და მე შეხვედრაზე კვლავ დავადასტურეთ მზადყოფნა ამბიციური ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისა და ყოველივე ამაში ვითვალისწინებთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ შევთანხმდით ამ ძალისხმევის გაგრძელების საჭიროებაზე. ასევე, ძალიან დამაინტერესა და განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია. საქართველო გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში იმყოფება და გადამწყვეტ როლს ასრულებს ურთიერთობათა დალაგების, ხელშეწყობისა და „ხიდების აგების“ სფეროში.

ევროკავშირი აფასებს ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევას და ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ასევე, ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონსტრუქციულ როლს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში, ისევე, როგორც ევროპული და ტრანს-ატლანტიკური მისიების ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო.

წელს, 10 წლისთავი აღინიშნება 2008 წლის აგვისტოს ომიდან საქართველოსა და რუსეთს შორის. მინდა, ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა აღგითქვათ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებით მოახერხა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და აყვავებული ეკონომიკის შექმნა.

ევროპის კავშირი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, მისი გამძლეობის და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა იქნას მიღწეული.

ამ კონტექსტში მივესალმები საქართველოს ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ახალ სავაჭრო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს.

მზად ვართ ამ პროგრამის განხორციელებაში შემდგომი დახმარება აღმოგიჩინოთ.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი წარმატება მინდა გისურვოთ დაკავებულ თანამდებობაზე და გულმხურვალედ ველი თქვენთან თანამშრომლობას“- განაცხადა ტუსკმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა