საპარლამენტრო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებობს ელემენტარული
თამაშის წესები, პრინციპები, რომლის დარღვევის უფლებაც არავის აქვს.
ასე გამოეხმაურა თალაკვაძე პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხს.
„როცა შენი გუნდის წინააღმდეგ აღმოჩნდები შეტევაში, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება. არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომლის დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ.
თუ ეს გამეორდება მომავალში, იქნება კიდევ უფრო მკაცრი პასუხი“- განაცხადა თალაკვაძემ.

















