logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ჭიჭინაძე: არც პარტიაში მივუღივარ ივანიშვილს და არც ხელი მოუწერია ჩემ გარიცხვაზე
დავით ჭიჭინაძე: არც პარტიაში მივუღივარ ივანიშვილს და არც ხელი მოუწერია ჩემ გარიცხვაზე
12:57 19.07.2018
„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარტიაში ბიძინა ივანიშვილს არ მიუღია და არც მის გარიცხვაში იღებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, პარტიის სამდივნოს ხუთმა წევრმა, თავი დაიკნინა, როდესაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა.

„გავიგე ისევ და ისევ თქვენი მეშვეობით, ისე, როგორც ძალიან ბევრ რამეს ვგებულობდით თქვენი მეშვეობით მინისტრების კანდიდატებზე, გათავისუფლებაც თქვენი მეშვეობით გავიგე, უმრავლესობასთან ურთიერთობის ძალიან კარგი ფორმაა, ვფიქრობ, რატომ უნდა დახარჯონ დრო, ენერგია ახსნაზე, ან პოზიციების შეჯერებაზე, მაგრამ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყვეტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენის, მაგრამ ვფიქრობ, ამ ადამიანის ხელმოწერაც არ არის, როგორც იტყვიან, არამეფის საქმეა, რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა. ეს საკითხი ასეთ დონეზე არ წყდება. თუმცა ქალბატონი თამარი ამბობს, რომ შეუთანხმეს, ამით რა თქვეს, ვერ გავიგე, რომ თვითონ ამ ხუთმა ადამიანმა ისევ თავიანთი თავი დააკნინეს, მაშინ რატომ აქვთ ეს თანამდებობები თუ კიდევ ვიღაცას უთანხმებენ, ესეც გაუგებარია. მაშინ გააუქმონ ეს თანამდებობი, იყოს მრჩეველთა საბჭო, რომელიც მიიღებს დავალებას და შეასრულებს.
ვფიქრობ,  მე ვარ გამარჯვებული, იქიდან გამომდინარე, რომ მე ბევრად უფრო თავისუფლად შემიძლია ამ ადამიანს ის პრეტენზიები წავუყენო, რომელიც საზოგადოებას მათ მიმართ გააჩნია. განცხადების შინაარსი და კომენტარი ქალბატონი თამარ ჩუგოშვილის და ბატონი ზაქარიასი, ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი პოლიტიკური აღმოჩენა, როდესაც მე დავტკბი იმით, რომ ზაქარია ქუცნაშვილს და თამარ ჩუგოშვილს თურმე ერთნაირი შეხედულება ჰქონიათ დემოკრატიაზე, მორალსა და ეთიკაზე,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭნაძის გარიცხვის შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა