logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ნატოსა და ევროკავშირში პრემიერის შეხვედრები ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის დასტურია
დავით ზალკალიანი: ნატოსა და ევროკავშირში პრემიერის შეხვედრები ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის დასტურია
09:50 19.07.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობის დამტკიცების შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება.

"ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელიც არის ასახული პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში, რაც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპილ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში"-განაცხდა მინისტრმა.
მისი თქმით, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში დაგეგმილი და გამართული შეხვედრები ემსახურება იმ პრიორიტეტბსა და მიღწევებზე საუბარს, რაც საქართველოს გააჩნია ამ გზაზე.
"კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რაც არის განმტკიცებული და გამყარებული ქვეყნის კონსტიტუციით და ბუნებრივია ის პოზიტიური გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის ჩათვლით და ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ნატოელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან, აუცილებლად საჭიროებს შემდგომ ნაბიჯებს. საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით კვლავ გააგრძლებს სვლას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინგეგრაციის კუთხით'-განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეფასებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელს 18-20 ივლისს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა და ერთობლივი პრეს-კონფერენცია ნატო-ს გენერალურ მდივანთა იენს სტოლტენბერგთან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

პრემიერ-მინისტრმა და გენერალურმა მდივანმა განიხილეს გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები. შეხვედრისას იმსჯელეს ბრიუსელის სამიტის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლობის ახალი სფეროების, კონკრეტულად შავი ზღვის უსაფრთხოების, კონტრ-მობილურობის და ტერიტორიული თავდაცვის, დახურული კომუნიკაციების საშუალებების და კიბერ თავდაცვის მიმართულებებით დაგეგმილ ერთობლივ აქტივობებზე. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და ასევე აახლოებს ქვეყნას ნატო-ში გაწევრიანებასთან.

გენერალურმა მდივანმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთო, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში და განსაკუთრებით ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში ჩვენი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისთვის. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ სხვა და სხვა მიმართულებით განხორცილებული რეფორმები არის წარმატებული და შედეგიანი.
შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ახალი მთავრობის მზაობა განაგრძოს ყოვლისმომცველი რეფორმები და პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან, რათა მაქსიმალაურად დააჩქაროს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამარტავს ასევე ევროკავშირში, მათ შორის ევროპული საბწოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ასევე შეხვედრა გაიმართება ბელგიის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა