logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციის გახსნით ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციის გახსნით ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
17:12 18.07.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, ჰარლენ დეზირთან ერთად სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენცია გახსნა.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კონფერენციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფორუმი უნიკალური შესაძლებლობაა მედია გარემოს, არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე მოვლენების განსახილველად.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს გამოხატვის თავისუფლების და მედია პლურალიზმის დაცვა წარმოადგენს: „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მედია თავისუფლების, გამჭვირვალეობის და პლურალიზმის უზრუნველყოფას. მედიის პლურალიზმის და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია,“-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს ოფისის როლსა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში მედიაგარემოს განვითარების კუთხით.

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ჰარლენ დეზირთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ და მჭიდრო თანამშრომლობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოსა და ამ მხრივ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენცია თბილისში, მიმდინარე წლის 18-19 ივლისს იმართება. კონფერენციას საქართველო ტრადიციულად მე-15 წელია მასპინძლობს. წლევანდელი კონფერენციის თემაა "ხარისხიანი ჟურნალისტიკა სარწმუნო და დამაჯერებელი ინფორმაციისთვის".





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა