logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სენატორი ბენ კარდინი: ნატო-ს საბოლოო დოკუმენტი ხაზს უსვამს ალიანსში საქართველოს სრულუფლებიან წევრობას
სენატორი ბენ კარდინი: ნატო-ს საბოლოო დოკუმენტი ხაზს უსვამს ალიანსში საქართველოს სრულუფლებიან წევრობას
16:55 18.07.2018
„მოხარული ვარ, რომ ნატო-ს გასული კვირის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულება, რაც საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ისახავს მიზნად. მიუხედავად გარკვეული მომენტებისა, ნატო-ს საბოლოო დოკუმენტი ხაზს უსვამს საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ნატო-ში. ჩვენ ამის ერთგული ვრჩებით. ჩვენ გვსურს ბატონ პუტინს გავაგებინოთ, რომ ნატო-ში საქართველოს მიღება მას არ ეხება, ეს არის ქართველი ხალხისა და ნატო-ს პარტნიორების გადასაწყვეტი“, - ამის შესახებ სენატორმა ბენ კარდინმა აშშ-ის კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში გამართული მოსმენისას განაცხადა.

სენატორის შეფასებით 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოჭრა ემსახურებოდა რუსეთის ფედერაციის მიზანს ხელი შეშლოდა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში. ბენ კარდინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი ქმედებები მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების კომპრომეტირებისკენ.

სენატორმა ბენ კარდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა 2017 წელს აშშ-ის სენატში მიღებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას, ასევე აშშ-ის სენატში მიღებულ ნატო-ს მხარდამჭერ რეზოლუციას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 17 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გაიმართა მოსმენა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა