logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება
ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება
13:54 18.07.2018
„ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსკენ გვექნება კონსულტაციები, როგორც პოლიტსაბჭოს ფორმატში, ასევე, უმრავლესობის ფორმატში. სავარაუდოდ, ეს იქნება ივლისის ბოლო კვირა და იქ უკვე ალბათ გაცხადდება ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით“- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.



„იყო დასახელებული სხვადასხვა კანდიდატი. ჩვენ პოლიტიკურ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში ამ არჩევნების მოგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე და ამ კონსულტაციებით გაირკვევა ის, თუ როგორ წარვდგებით ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



რაც შეეხება დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი გუნდში გამართული დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ იქნება შესაძლებელი.



“ჩვენ ამ ეტაპზე არ გვქონია, დეტალური, ასე ვთქვათ, მსჯელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერ უნდა დაველოდოთ გუნდში მსჯელობას, დისკუსიას, განხილვას და ამის შემდეგ შეგვეძლება რაიმე კომენტარის გაკეთება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა ჩამოვიყალიბოთ ჯერ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარვდგებით საპრეზიდენტო არჩევნებში და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი კონკრეტულ კანდიდატზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით, უმჯობესია, მმართველი გუნდის კანდიდატი გვიან დასახელდეს.



„ჩვენი მხრიდან ტაქტიკურადაც იქნებოდა არასწორი, რომ აქამდე დაგვესახელებინა პრეზიდენტობის კანდიდატი. ამიტომ არ შედგა კონსულტაციები დღემდე. როგორც მოგეხსენებათ, კონსულტაციები როგორც კი იმართება, მაშინვე იწყება როგორც სპეკულაციები, ასევე, მჟღავნდება გარკვეული ინფორმაციები. შესაბამისად, ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ ის, რომ ივლისის ბოლოს უნდა გამართულიყო კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ტაქტიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ გვიან დასახელდეს ჩვენი კანდიდატი და გვესმის აქაც გარკვეული სპეკულაციები სხვადასხვა მხრიდან, პოტენციური კანდიდატების მხრიდან, მათ შორის. ეს სპეკულაციები არის არასწორი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო, უფრო მომგებიანი იყო კანდიდატურის გვიან დასახელება და ვმოქმედებთ ამ ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა