logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლუკ კოფი: ათი წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და არა პირიქით, რუსეთი არის აგრესორი, ხოლო საქართველო მსხვერპლი
ლუკ კოფი: ათი წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და არა პირიქით, რუსეთი არის აგრესორი, ხოლო საქართველო მსხვერპლი
13:10 18.07.2018
„დღეს, რუსული ჯარი ახდენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას, რაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათი წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და არა პირიქით. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო საქართველო მსხვერპლი“ - ამის შესახებ „Heritage Foundation”-ის მკვლევარმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გამართულ მოსმენაზე, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“ მოხსენებით წარსდგა.

ლუკ კოფიმ საკუთარ გამოსვლაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და საერთაშორისო წესრიგის დარღვევაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიასა და რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამუდმებული დარღვევების შესახებ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში.

“საქართველო ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრ მოკავშირეებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მას ასევე დიდ მნიშვნელობას სძენს აშშ-ს გეოპოლიკიტური მიზნებისთვის ევრაზიის რეგიონში. იგი მდებარეობს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო, ეკონომიკური და ენერგეტიკის სფეროებში. “

ლუკ კოფის თანახმად საქართველომ განვლო წარმატებული გზა დემოკრატიისკენ და ამ კუთხით იგი რეგიონში სამაგალითოა.

მისი განცხადებით, საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა აშშ-ის ინტერესშიც შედის: “საქართველო ევროპაში წარმოადგენს იდეას, რომლის მიხედვითაც ყოველ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება განსაზღვროს მისი გზა და გადაწყვიტოს ვისთან სურს ურთიერთობა. საქართველომ მრავალმხრივ დაამტკიცა აშშ-სა და ნატო-სადმი სწრაფვის სურვილი, და ახლა არ არის დრო აშშ-ის მიერ ზურგის შექცევის“.

2008 წლის რუსეთის აგრესიის და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, ჰელსინკის კომისიამ, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელა კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გავლენაზე როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელსაც აშშ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთო-ს და ეუთო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა