logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დეიმონ ვილსონი: უსაფრთხოების არარსებობა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით არის სწორედ ის, რამაც რუსეთს მათი ტერიტორიების ოკუპირებისა და ანექსიისკენ უბიძგა
დეიმონ ვილსონი: უსაფრთხოების არარსებობა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით არის სწორედ ის, რამაც რუსეთს მათი ტერიტორიების ოკუპირებისა და ანექსიისკენ უბიძგა
10:52 18.07.2018
„უსაფრთხოების არარსებობა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში არის სწორედ ის, რამაც რუსეთს მათი ტერიტორიების ოკუპირებისა და ანექსიისკენ უბიძგა. რუსეთი ცდილობს თავისი მეზობლები, უკეთეს შემთხვევაში, „ნაცრისფერ ზონაში“ იყოლიოს, ხოლო უარეს შემთხევაში - თავისი ბატონობის ქვეშ“- ამის შესახებ „U.S. Atlantic Council”-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მოსმენაზე დეიმონ ვილსონმა ვრცლად ისაუბრა 2008 წლის რუსეთის აგრესიის და ნატოს ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, არსებულ მდგომარეობასა და მის გავლენაზე, როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.
“რუსეთის აგრესიამ გამოიწვია ახალი რეალობის შექმნა და ალიანსის წევრებს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ უბიძგა. რუსეთის რევანშისტული პოლიტიკის და მის მიერ საერთაშორისო წესრიგის რღვევამ განაპირობა, რომ ბრუსელში ჩვენ გახლდით მოწმე იმისა, რომ მიუხედავად ტრანსატლანტიკური დაძაბულობისა და განსხვავებებისა, ალიანსის წევრებს შორის სუფევდა კონსენსუსი გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით. გაფართოების პოლიტიკა სტაბილურობის გარანტორია, ის ემსახურება აშშ-ს ინტერესებს, მიესალმება იმ ქვეყნებს ვინც მზად არიან იმ პასუხისმგებლობისთვის, რასაც ალიანსის წევრობა ითვალისწინებს და აძლიერებს ქვეყნების იმუნიტეტს რუსეთის მცდელობების მიმართ მოახდინოს მათი დესტაბილიზაცია“- განაცხადა ვილსონმა.
დეიმონ ვილსონმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილი და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ქმნის სოლიდურ საფუძველს ინტეგრაციის პროცესის შემდგომი განვითარებისთვის, როცა ალიანსმა ქმედით ნაბიჯები უნდა გადადგას: „ მოკავშირეებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ, თავიანთი პოზიცია, რომ გაფართოების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს მესამე მხარის ვეტო, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ოკუპაცია ვერ იქცევა დაბრკოლებად წევრობისთვის“ . სხვებთან შედარებით საქართველომ და უკრაინამ ბევრად მეტი იბრძოლეს ნატოს პრინციპების დასაცავად. ისინი მზად არიან წარმოადგენდნენ ალიანსის მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს. ორივე ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს გამოყოფს. საქართველო წარმოადგენს ნატო-სა და სხვა საერთაშორისო მისიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორს. „ თუ დავუშვებთ ამ ქვეყნების მისწრაფებათა რუსეთის საოკუპაციო და დაშინების პოლიტიკის მძევლად ქცევას, ეს იქნება წინაპირობა ევროპაში კონფლიქტებისა და არასტაბილურობის შესაქმნელად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი თავისუფლების ფლაგმანები არიან და საბოლოოდ უნდა დავუმკვიდროთ მათ ადგილი ალიანსში, რაც ევროპის აღმოსავლეთით მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტიაა ”.
აღსანიშნავია, რომ მოსმენა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“, 17 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გაიმართა.



კომისიის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, „Heritage Foundation”-ისმკვლევარი ლუკ კოფი, „U.S. Atlantic Council”-ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა