logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აშშ-ს კონგრესში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე მოსმენა გაიმართა
აშშ-ს კონგრესში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე მოსმენა გაიმართა
10:16 18.07.2018
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გაიმართა მოსმენა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“. კომისიის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, „Heritage Foundation”-ის მკვლევარი ლუკ კოფი, „U.S. Atlantic Council”-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი. დავით ბაქრაძემ მოსმენის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამშვიდობო პოლიტიკასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე: „ როცა ვსაუბრობთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში აშშ -ს , როგორც საქართელოს სტრატეგიულ პარტნიორს და ჟენევის მოლაპარაკებების თანამონაწილეს განსაკითრებული ფუნქცია ენიჭება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართელო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმ ქმედებებს, რასაც აშშ ახორციელებს საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს მხარდაჭერა თვალსაჩინოა. საქართველო სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის კონგრესის, მთვრობის და ადმინსტრაციის მხრიდან. საქართველოს აშშ-ს ორმხრივი ურთოერთობები არასოდეს ყოფილა ესეთი მჭიდრო და ეს პროცესი დადებითად ვითარდება არსებული ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ გვჯერა, რომ რთული და დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ შევძლებთ საქართველოში უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ამ მიზნის მიღწევაში უმნიშვნელოვანესია ყველა არსებულ საერთაშორისო და აშშ-რუსეთის ფორმატებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობის ხაზგასმა. სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, რომ საერთაშორიოს თანამეგობრობამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ჰიმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. გადამწყვეტია საერთაშორიო თანამეგობრობის და განსაკუთრებით აშშ-ს მტკიცე პოზიცია და მკაფიო გზავნილი, რესეთის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტოიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევასთან მიმართებით. 2008 წლის რუსეთის აგრესიის და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, ჰელსინკის კომისიამ, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელა კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გავლენაზე როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელსაც აშშ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთო-ს და ეუთო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა