logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებას უმასპინძლა
ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებას უმასპინძლა
10:11 18.07.2018
„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას იმის გაცნობიერებით, რომ რეფორმების განხორციელებით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი საჯარო უწყებებისა და სახელმწიფოებრიობის გრძელვადიან ლეგიტიმურობას, სტაბილურობასა და ქმედითობას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის OGP) მე-5 გლობალური სამიტის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ისტორიული მოვლენა ყველას ერთი კონკრეტული მიზნის გარშემო აერთიანებს: დავადასტუროთ ჩვენი საერთო ვალდებულება დემოკრატიისა და ღია მმართველობის მიმართ.



„მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტში ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტის საპარლამენტო დღესთან დაკავშირებით. ამ ისტორიულმა მოვლენამ ჩვენ ყველა ერთი კონკრეტული მიზნის გარშემო გაგვაერთიანა: დავადასტუროთ ჩვენი საერთო ვალდებულება დემოკრატიისა და ღია მმართველობის თაობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავს და ამ კონტექსტში, ჩვენი ქვეყნის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარეობა სიმბოლური გამოხატულებაა იმისა, რომ ის ღირებულებები, რომლებსაც ღია მმართველობის პარტნიორობა წარმოადგენს, სწორედ ის ღირებულებებია, რამაც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფუნდამენტის ჩაყრა უზრუნველყო.



„მიმდინარე წელს, საქართველო აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. ამ კონტექსტში, საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარეობა სიმბოლური, და ასევე უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა იმისა, რომ ის ღირებულებები, რასაც ღია მმართველობის პარტნიორობა წარმოადგენს, ზუსტად ის ღირებულებებია, რომლებმაც უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფუნდამენტის ჩაყრა. საქართველოსა და ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს საერთო ხედვები გააჩნიათ იმ მსოფლიოს თაობაზე, სადაც საჯარო ინსტიტუტები ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულნი არიან მოქალაქეებისადმი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას.



„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას ამ მხრივ იმის გაცნობიერებით, რომ რეფორმების განხორციელებით, ჩვენ გაძლიერებთ ჩვენი საჯარო უწყებებისა და სახელმწიფოებრიობის გრძელვადიან ლეგიტიმურობას, სტაბილურობასა და ქმედითობას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ სამიტის დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის საპარლამენტო დღე საპარლამენტთაშორისო კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს.



„ღრმად მწამს, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის საპარლამენტო დღე კიდევ უფრო გააძლიერებს იმ კავშირებს, რომლებიც აკავშირებს ჩვენ საკანონმდებლო ორგანოებს, და ასევე უზრუნველყოფს ჩვენი საერთო გადაწყვეტილებების მიღებას დღეს განხილული ყველაზე სენსიტიური და პრობლემური საკითხების თაობაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი ძალისხმევა არ დაიშურა ამ ღონისძიების განხორციელებისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარესა და მის წევრებს, მის საკონსულტაციო საბჭოს, ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ყველა იმ სტუმარს, რომელთა დახმარებითაც მოხდა ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა