logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის (OGP) ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია - „ღია პარლამენტის დღე“ გაიმართა
ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის (OGP) ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია - „ღია პარლამენტის დღე“ გაიმართა
10:10 18.07.2018
ღია მმართველობის გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ღიაობის დღეს უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა.



ღია პარლამენტის დღეზე გამართული მსჯელობა საკანონმდებლო ღიაობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის საპარლამენტო რეფორმების გატარებასა და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას.

ღია პარლამენტის დღე გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა საპარლამენტო ღიაობის მნიშვნელობას დემოკრატიულ განვითარებაში და აღნიშნა საქართველოს მიღწევები ღია პარლამენტის პრინციპების დანერგვის გზაზე.



კონფერენციის მონაწილეებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა ჰეიდი ჰაუტალამ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ სენატორი ბლანკა ოველარი - ღია პარლამენტის ქსელის ParlAmericas პრეზიდენტი, და სანჯეი პრადჰანი - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი.



კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ელჩმა, ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ყოფილმა ადმინისტრატორმა ჰელენ კლარკმა.

პანელურ დისკუსიებს გაუძღვნენ ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, მუკელანი დიმბა - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან, და ლორა ტორნტონი - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორი საქართველოში.



შეხვედრის დასკვნით ნაწილს დაესწრო კატარინა მატერნოვა, ევროკომისიის გენერალური დირექტორის მოადგილე.



კონფერენციაზე გამართული მსჯელობა შეეხო საკანონმდებლო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. მონაწილეებმა ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ახალ გზებზე, როგორიცაა მონაწილეობითი კანონშემოქმედება (crowdlaw) და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. მათ, ასევე განიხილეს საკანონმდებლო ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველმა კომიტეტმა 2016 წლის სექტემბერში მიიღო.



სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ ეროვნულ გამოცდილებაზე, წარმატებებსა და გამოწვევებზე საპარლამენტო ღიაობის მიღწევის საქმეში.



დღის ბოლოს, გაიმართა შემაჯამებელი მსჯელობა სამომავლო ნაბიჯებსა და ღია პარლამენტის ელექტრონული ქსელის (OPeN) საქმიანობაზე, რომელსაც გაუძღვნენ სკოტ ჰუბლი - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მმართველობის პროგრამების დირექტორი და დევინ ო’შონესი, ვესტმინსტერის ფონდის დემოკრატიისთვის (Westminster Foundation for Democracy) პროგრამების დირექტორი.



სკოტ ჰუბლიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს მასპინძლობისთვის და საერთაშორისო დონეზე მათ მიერ წამყვანი როლის შესრულებისთვის.



მან ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობის შექმნაზე, მასში საპარლამენტო კომპონენტის ჩართულობაზე და სახელმძღვანელო დოკუმენტებზე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში შექმნილ სამოქმედო გეგმაზე და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე.



ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მმართველობის პროგრამების დირექტორის განცხადებით, გამოწვევები კვლავ არსებობს და აუცილებელია მათზე დაუყოვნებლივი რეაგირება. მისივე თქმით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად პარლამენტები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან.



„ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობაშია სწორედ ადამიანების, ჩვეულებრივი მოქალაქეების ვალდებულებებია. ადამიანებს სურთ, რომ ჩართულები იყვნენ პროცესებში და ეს პროცესები იყოს გამჭვირვალე. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვიმუშავებთ ამ გამოწვევებზე ერთად, რათა მალე გადავჭრათ ისინი“,-აღნიშნა სკოტ ჰუბლიმ.



დევინ ო’შონესმა, ვესტმინსტერის ფონდის დემოკრატიისთვის (Westminster Foundation for Democracy) პროგრამების დირექტორმა საქართველოს პარლამენტს კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარება მიულოცა.



მისი განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტთან უკვე 10 წელია მუშაობს და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროგრესმა, რასაც საქართველოს პარლამენტმა მიაღწია.



„დღეს გამართული ყველა სესია ხაზს უსვამდა იმას, რომ არსებობს წინსვლის სურვილი. მიზეზი რატომაც ჩვენ დღეს აქ ვართ არის ის, რომ გვინდა პარლამენტის როლო კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტი ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ღია მმართველობის პარტნიორობაში“,-განაცხადა ვესტმინსტერის ფონდის დემოკრატიისთვის პროგრამების დირექტორმა.



გამოსვლების დასრულების შემდეგ, გაიმართა ვიდეორგოლის პრეზენტაცია, სადაც ასახული იყო საქართველოს პარლმენტის მიღწევები ღია მმართველობის პარტნიორობის მთავარი პრინციპების კუთხით.



სპეციალურად ღია პარლამენტის დღისთვის, საქართველოს პარლამენტმა, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით კონფერენციაზე აშშ-დან მოიწვია მხატვარი - გრაფიკოსი ლილი ლემი, რომელიც ღონისძიებაზე მიმდინარე პრეზენტაციებს და დისკუსიებს ლაივ რეჟიმში ხატვით გადმოსცემდა. მხატვარი კომპანია ImageThink-ს წარმოადგენს.





საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა