logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძემ იტალიის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
კახა კალაძემ იტალიის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
10:09 18.07.2018
თბილისის მერმა იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს და იტალიის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ხშირად საუბრობენ იმაზე , რომ ჩვენ ქართველები და იტალიელები ვგავართ ერთმანეთს ძალიან ბევრი რამით. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ დაახლოებით 4 მილიონამდე ვართ , მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გვაქვს ძალიან დიდი გული, რომელიც გაჯერებულია სიყვარულით, სტუმარმასპინძლობით და სითბოთი“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
იტალიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა მრავალს საუკუნეს ითვლის , უძველესი დროიდან მოდის და ასევე გაგრძელდება მომავალშიც. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა , რომელმაც საკუთარი თვითმყოფადობა ყველანაირი სირთულის მიუხედავად შეინარჩუნა. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ იმით, რომ იტალიის სახელმწიფო მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე. დღეს სრულდება ჩემი ვიზიტი საქართველოში, მე და ჩემს დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრის მეთაურობით, ბევრი შეხვედრა გვქონდა და ყველა ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები,“- განაცხადა სერჯო მატარელამ.
იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა