logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მსჯელობაში ამოსავალი უნდა იყოს ადამიანი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს დასაქმებულნი არიან ტყიბულში
ირაკლი კობახიძე: მსჯელობაში ამოსავალი უნდა იყოს ადამიანი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს დასაქმებულნი არიან ტყიბულში
10:04 18.07.2018
„საჭირო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ ამ მაღაროებში. ესარის მთავარი ამოსავალი წერტილი. ამოსავალი ამ მსჯელობაში უნდა იყოს ადამიანი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მინდელის სახელობის შახტის დახურვის გადაწყვეტილებისა და დასაქმებულთა ხელფასის ანაზღაურების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ურთულესი საკითხი. დღესაც, ცალსახად იმის თქმა, რომ რაღაც უნდა დაიხუროს მუდმივად ან რაიმე, ამის თქმა არის შეუძლებელი. ეს არის შრომისუსაფრთხოების საკითხი, ეს არის, ზოგადად, დასაქმების საკითხი, ეს არის სოციალური საკითხი. აქედან გამომდინარე, ერთი ხელის მოსმით ეს საკითხი,ბუნებრივია, ვერ გადაწყდება. არის საჭირო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის,რომლებიც მუშაობენ ამ მაღაროებში. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ამოსავალი ამ მსჯელობაში უნდა იყოს ადამიანი, უნდა იყვნენ ის მშრომელები,რომლებიც არიან დასაქმებულნი დღეს ტყიბულში და თუ ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ ამპროცესში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება შახტების ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს კომპლექსური საკითხია. მისი განმარტებით, გასათვალისწინებელია ყველა ფაქტორი, რის საფუძველზეც უნდა იქნას მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება იქ დასაქმებულთა ინტერესებს.

„ეს არის კომპლექსური საკითხი. უნდა მოხდეს ამის ნაციონალიზაცია, არ უნდა მოხდეს, კომპენსირება უნდა მოხდეს - არ უნდა მოხდეს, ამას ყველაფერსსჭირდება შესწავლა, უნდა ვნახოთ მათ შორის რა არის სახელმწიფოს რესურსი ამ მიმართულებით და ამის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი. კიდევერთხელ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ფაქტორი, დასაქმების ფაქტორი, სოციალური ფაქტორი და ამყველა ფაქტორის კომპლექსური გაანალიზების საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება იქ მშრომელი,დასაქმებული ადამიანების ინტერესებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, თუ ეს არის საჭირო იმისათვის, რომ გამოძიებულ იქნას ის საქმე, რომელიც დაკავშირებულია ამტრაგედიასთან. ამაზეც ვიმსჯელებთ და ამას განვიხილავთ. ეს არის დამოკიდებული ჩვენს განხილვაზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა