logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი თბილისში ტარდება
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი თბილისში ტარდება
09:45 18.07.2018
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი წელს თბილისში ტარდება და ეს ჩვენთვის დიდი პატივია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ღია პარლამენტის დღეს“, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის (OGP) ფარგლებში იმართება.

პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ დარჩენილია.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, სულ უფრო მეტი ადამიანია სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიმართ და ეს გლობალური ტენდენციაა. მისივე თქმით, პოლიტიკოსებს მართებთ ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი ნდობა მათ მიმართ.

„ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ რა გავაკეთოთ ამის საპირისპიროდ, როგორ დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკოსები პოლიტიკაში არა თავიანთი ინტერესების დასაცავად, არამედ იმიტომ არიან, რომ ეს მათი სამსახურია და დაქირავებულები არიან ამ სამუშაოს შესასრულებლად. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ იმ ინსტიტუციის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, სადაც ისინი მუშაობენ. რა თქმა უნდა ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპები დაცული უნდა იყოს არა იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო ტენდენციაა და ეს მოსწონს საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ნდობა გამოხატონ ჩვენს მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოში მაღალი სტანდარტის რეგულაციები მოქმედებს და ამ მიმართულებით ყურადღება ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონზე გაამახვილა. მისივე თქმით, პარლამენტის წევრებს აქვთ ვალდებულება წელიწადში ერთხელ შემოსავლების შესახებ დეკლარაცია შეავსონ, რაც მონიტორინგის კუთხით კარგი მექანიზმია. თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა, ასევე სახელმწიფო შესყიდვებზე და ამ მიმართულებით არსებულ რეგულაციებზე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ეთიკის კოდექსზე საუბარს, რომლის პროექტზე მსჯელობაც პარლამენტში უკვე მიმდინარეობს.
„ჩვენ გვჭირდება რეგულაციები, რომლითაც კიდევ უფრო მეტად უნდა შევზღუდოთ საკუთარი თავები იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, ეთიკის კოდექსის მიღებისას, აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი ეთიკის დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პარლამენტის მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციის მექანიზმების არსებობა.

„ჩემი აზრით, ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესრულების მიმართულებებით ბევრს მივაღწიეთ, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მჯერა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შევძლებთ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს საზოგადოების მხრიდან პარლამენტს მიმართ უფრო მეტი ნდობის უზრუნველყოფაში“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პანელურ დისკუსიაზე, რომელიც პარლამენტების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას დაეთმო, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსების შემუშავებასთან და ლობისტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული აუცილებელი ღონისძიებები, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ექსპერტების გადმოსახედიდან არსებული გამოწვევები და გლობალური ტენდენციები.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ევროკავშირის ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რეინჰოლდ ლოპატკამ, ჩილეს დეპუტატთა პალატის წევრმა, გამჭვირვალობის ორპალატიანი ჯგუფის პრეზიდენტმა პაულინა ნუნესმა, აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტის წარმომადგენელმა თამარ ნედზარმა და OSCE/ODIHR-ის დემოკრატიული მმართველობის ოფიცერმა, ჯაკოპო ლეონემ.

პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორი საქართველოში ლორა ტორნტონი.

საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარენის პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა