logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწეს შეხვდა
დავით ზალკალიანი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწეს შეხვდა
16:22 17.07.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს, ბროკ ბირმანს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს USAID-ის მიერ წლების მანძილზე დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ეკონომიკური განვითარებისა და განათლების ხელშეწყობის საქმეში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის.

ბროკ ბირმანმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ქ. თბილისში 17-19 ივლისს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში ორგანიზებული გლობალური სამიტის მნიშვნელობას და აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ქვეყნის მართვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით მიაღწია.

შეხვედრაზე, USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწემ ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ეკონომიკის მიმართულებით. ამ მხრივ, აღინიშნა, USAID-ის მზაობა, მხარი დაუჭიროს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ირგვლივ დისკუსიების ინტენსიფიკაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის გეგმებისა და რეფორმების, მათ შორის, მცირე მთავრობის კონცეფციის შესახებ. ამ მხრივ, ხაზი გაესვა USAID-ის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე.

დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობასა და საქართველოს ახალი ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო გეგმებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა