საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში არგენტინის რესპუბლიკის ელჩთან
ხულიან ლუის ტეტამანტისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და არგენტინას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. აღინიშნა ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლები, ურთიერთობების გააქტიურება სხვადასხვა სფეროში და უწყებათაშორისი თანამშრომლობის განვითარება.
მხარეებმა დაადასტურეს პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების სურვილი და მზაობა.
დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა არგენტინის ელჩს მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და არგენტინას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

















