logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძემ და გიორგი ჩიქოვანმა იტალიელ კოლეგასთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს
გენადი არველაძემ და გიორგი ჩიქოვანმა იტალიელ კოლეგასთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს
15:09 17.07.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გიორგი ჩიქოვანი იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილეს მიკელე ჯერაჩის შეხვდნენ.



შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.



ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და აღნიშნა, რომ ის დიდ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას. მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ბიზნესებს შორის ახალი ორმხრივად მომგებიანი კავშირების დამყარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაში, განახლებად ენერგიის წყაროების ათვისებასა და სხვ.



ქართულმა მხარემ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის ტენდენციების, მიმდინარე რეფორმებისა და ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო ინიციატივების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“. აღინიშნა, რომ სააგენტო უკვე მეორე წელია ქ. მილანში, ტყავისა და ტყავის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა LineaPelle-ზე ქართული კომპანიების მონაწილეობას ორგანიზებას უწევს და თანადაფინანსებას ახორციელებს. გარდა ამისა,

„აწარმოე საქართველოში“ - ის თანადაფინანსებითა და ორგანიზებით, 2019 წელს, ასევე, იგეგმება ქართული არქიტექტორული და ინტერიერის დიზაინის კომპანიების მონაწილეობა იტალიაში, ქ. მილანში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაზე Salone del Mobile Milano. ასევე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო შესაძლებლობებზე სხვადასხვა საინვესტიციო სექტორებში, მათ შორის, უძრავი ქონებისა და ტურიზმის, IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO), ასევე, წარმოების მიმართულებით.



შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის შორის ძალიან დიდია და მას გაღრმავება და განვითარება სჭირდება.



შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა