logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გოგა ხაინდრავა: ეკა გიგაურთან ფლირტში შემჩნეულები ნელ-ნელა ტოვებენ თანამდებობებს
გოგა ხაინდრავა: ეკა გიგაურთან ფლირტში შემჩნეულები ნელ-ნელა ტოვებენ თანამდებობებს
15:03 17.07.2018
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ცდილობენ გავლენა იქონიონ ხელისუფლებაზე და სამწუხაროდ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი აჰყვა მათ თამაშს. მათ შორის, ხაინდრავა ასახელებს ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.

“ოღონდ მათთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს და მზად არის საკუთარი ღირსებაც კი შელახოს მათთან ურთიერთობით”, – აცხადებს ხაინდრავა.

როგორც გოგა ხაინდრავამ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების ის წევრები, ვინც ეკა გიგაურთან ფლირტში იყვნენ შემჩნეულნი, ნელ-ნელა ტოვებენ თანამდებობებს, რასაც მოწმობს ქვეყანაში განხორციელებული ბოლოდროინდელი სამთავრობო ცვლილებები.

“​სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანების კასტა, არასამთავრობოებს ეძახიან თავს, ეს არის მხოლოდ პატარა მარგინალური ჯგუფი, როგორც წესი ყველაზე მყვირალა და ყველაზე მგზნებარე განცხადებების გამკეთებლები. ​როგორც აღმოჩნდა წლების მანძილზე, ერთადერთი რაც მათ ეხებათ, არის საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა, რა ხელისუფლებაც არ უნდა იყოს. ეს არის მათი დანიშნულება, ის საქმიანობაში რაშიც ისინი ძალიან დიდ ფულს იღებენ”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

​მისივე თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ” ათეულობით მილიონ დოლარს ღებულობს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი, პოლიტიკურად ანგაჟირებული სტრუქტურების სასარგებლოდ იმოქმედონ.

“ამ საკითხზე დავა მქონდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ კარლ ბილდთან, რომელიც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. შვედ ჟურნალისტებთან ერთად ძალიან სერიოზულად შევისწავლე ეს საქმე, ვიცი ყველა ფონდი, რომელიც აფინანსებს “გამჭვირვალეობას“, ვიცით რა თანხებია ამაში გადახდილი და რისთვის. ვპირდები გიგაურს, რომ მათი პატრონები და ის ადამიანები, ვინც შეცდომაში არიან შეყვანილნი და დარწმუნებული არიან, რომ ათეულობით მლნ დოლარი გამოიყენება კეთილი მიზნებისთვის, დავანახო, რომ კაპიტანი გიგაურის მიზანია შეიქმნას პოლიტიკური კარიერა, სახელი და შემდეგ პოლიტიკაში გადახტეს თავისნაირ მარგინალურ ფიგურებთან ერთად, როგორიც არის დღეს მარგველაშვილი”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა