logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების გზით უკეთ მოემსახუროს მოქალაქეებს
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების გზით უკეთ მოემსახუროს მოქალაქეებს
13:25 17.07.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი, საკონსტიტუციო საზედამხედველო ფუნქციის საფუძველზე, ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს საქართველოში ყველა კონსტიტუციური ორგანოს ღიაობის მაღალი ხარისხი.
ამის შესახებ კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „ღია პარლამენტის დღე“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა.



ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გლობალური სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.



„ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საჯარო ინსტიტუტების უფრო ღია, უფრო ანგარიშვალდებული და მოქალაქეებისადმი უფრო პასუხისმგებლიანი გავხადოთ. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო შორს გავიხედოთ მომავალში და ერთობლივად გავუმკლავდეთ იმ დარჩენილ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესის მრავალ სფეროში არსებობს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რომლებიც საქართველომ, ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოსთან ერთად, სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად გადადგა.



„გასული წლის განმავლობაში, ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოსთან ერთად საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა ღია მმართველობის პარტნიორობის ისეთი სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად საერთაშორისო დონეზე, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდა და კორუფციასთან ბრძოლა, ინოვაციების განხორციელება საჯარო მომსახურების სფეროში და უკეთესი პარტნიორობის ჩამოყალიბება. ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგად, მსოფლიო მრავალმა ქვეყანამ შეძლო, წარმატებით შეესრულებინა საკუთარი ვალდებულებები საჯარო ინფორმაციის უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დღესდღეობით, საჯარო ინსტიტუტები კიდევ უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია მოქალაქეებისადმი, ხოლო ის წევრი ქვეყნები, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივებს ახორციელებენ, კიდევ უფრო აქტიურად თანამშრომლობენ ღია მმართველობის პარტნიორობის საერთო მიზნების მისაღწევად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ირაკლი კობახიძემ კანადას, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობას საქართველოსგან გადაიბარებს, წარმატებები უსურვა.



სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს, საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციასთან მიერთების შემდეგ განახორციელა. მისი თქმით, მიღწეული მიზნებისა და წინსვლის მიუხედავად, კვლავ რჩება გამოწვევები



„დღეს, ჩვენ თავაწეულები და ამაყები ვართ ჩვენს მიერ განხორციელებული ძალისხმევისათვის და ჩვენს მიერ მიღწეული მიზნებისათვის, რომლებიც მიმართული იყო საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, იმისაკენ, რომ საქართველოს პარლამენტი უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქეებისათვის, და კიდევ უფრო ანგარიშვალდებული იყოს მათ მიმართ. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება გამოწვევები და მაშასადამე, ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას, რადგან წარმატებისა და გაუმჯობესებისაკენ მიმავალი გზა „მუდმივი სამუშაოა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიზნებს კიდევ უფრო ამბიციურს ხდის ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა. ირაკლი კობახიძემ, ამ კონტექსტში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.



„ვგეგმავთ ახალი, მოქნილი და ინტერაქტიული საპარლამენტო ვებგვერდის გაშვებას, რომელიც მორგებული იქნება სუსტი მხედველობის მქონე მომხმარებელზე; უზრუნველყოფს მოქალაქეთა მეტ ჩართულობას ბიუჯეტის მომზადებისა და მიღების პროცესში; ვგეგმავთ პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ჩამოყალიბებას; ინფორმაციის გამოქვეყნებას საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე; ასევე პარლამენტის ქმედითობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. გარდა ამისა, პარლამენტის ახალი რეგლამენტი დამატებით გარანტიებს გულისხმობს პარლამენტის მეტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიზნით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა, ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაუმჯობესების გზით, უკეთ მოემსახუროს მოქალაქეებს.



„საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაუმჯობესების გზით, უკეთ მოემსახუროს მოქალაქეებს, მოქალაქეების უფრო აქტიურად ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოქალაქეებზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დამყარებული კარგი მმართველობის გაძლიერებით. საქართველოს პარლამენტი, საკონსტიტუციო საზედამხედველო ფუნქციის საფუძველზე, ყველაფერს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს საქართველოში ყველა კონსტიტუციური ორგანოს ღიაობის მაღალი ხარისხი. მზად ვართ ამ სტრატეგიული ხედვისათვის, რასაც ჩვენი ადგილობრივი და საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებით განვახორციელებთ“,- მიმართა კონფერენციის მონაწილეებს ირაკლი კობახიძემ.



სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოებას ენთუზიაზმისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გამჭვირვალობასა და კარგ მმართველობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით საჯარო დებატების გაძლიერებაზე გარკვეული გავლენა მოახდინა.



„მსურს ხაზი გავუსვა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს ფასდაუდებელ წვლილს. მათი მხარდაჭერის გარეშე შეუსწავლელ და გამოუკვლევ ზღვაში ორიენტირება საკმაოდ რთული, თუ არა შეუძლებელი იქნებოდა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა საჯარო უწყებების გრძელვადიან სტაბილურობას, ლეგიტიმურობასა და ქმედითობას უზრუნველყოფს.



„მსურს გაგიზიაროთ ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ: გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ გაზარდოთ სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რომ გააუმჯობესოთ სამთავრობო სისტემის ფუნქციონირება ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით. მოკლე ვადაში ამის განხორციელება შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს, თუმცა იგი უზურნველყოფს საჯარო უწყებების გრძელვადიან სტაბილურობას, ლეგიტიმურობასა და ქმედითობას. საქართველოს პარლამენტს ღრმად სწამს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნებისა და საზოგადოების უკეთეს მომავალში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა