logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე იტალიის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე იტალიის პრეზიდენტს შეხვდა
11:17 17.07.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო.



მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.



ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და პრეზიდენტს იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



ირაკლი კობახიძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ერის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი.



მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. ირაკლი კობახიძემ იტალიის პრეზიდენტს ის პრაგმატული პოლიტიკა გააცნო, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას.



შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა საქართველოს ისტორიული ფუნქციების აღდგენა და ამ მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.



მხარეებმა კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ სერჯო მატარელას იტალიის მხრიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



ირაკლი კობახიძემ იტალიის პრეზიდენტს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო.



სერჯო მატარელას განცხადებით, ეს არის იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და მოხარულია, რომ მისი ვიზიტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს დაემთხვა. პრეზიდენტმა პარლამენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ირაკლი კობახიძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველო იტალიისთვის რეგიონში ყველაზე ახლო პარტნიორია. სერჯო მატარელას განცხადებით, იტალია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს.



„იტალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში და ამ თვალსაზრისით, ის, მართლაც, ისტორიულია. იტალია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მაგრამ დღეს შეხვედრაზეც გაესვა ხაზი, რომ არსებობს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. ვისაუბრეთ მრავალ საკითხზე, მათ შორის, იმ ვითარებაზე, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იტალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და გარდა ამისა, ჩვენი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ვისაუბრეთ იმაზე, რომ არსებობს ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო შორს წასვლის შესაძლებლობები. იტალია არის მეათე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, მაგრამ არის ძალიან დიდი ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით და შეიძლება ამ პოტენციალის გამოყენება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა