საქართველოს პარლამენტში დღეს გაიმართება ღია პარლამენტის დღე გაიმართება. ღონისძიება
ჩატარდება ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე და 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელს უმასპინძლებს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გახსნის.
კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ ჰეიდი ჰაუტალა - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, სენატორი ბლანკა ოველარი - ღია პარლამენტის ქსელის ParlAmericas პრეზიდენტი, სანჯეი პრადჰანი - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და ჰელენ კლარკი - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ელჩი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (1999 – 2008) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ყოფილი ადმინისტრატორი (2009 – 2017).
საპანელო დისკუსიებს გაუძღვებიან ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, მუკელანი დიმბა - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან, და ლორა თორნთონი - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორი საქართველოში.
შეხვედრის დასკვნით ნაწილს დაესწრება კატარინა მატერნოვა, ევროკომისიის გენერალური დირექტორის მოადგილე.
საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარენის პროგრამა (UNDP),აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

















