logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი ადასტურებს, რომ იტალიის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
დავით ზალკალიანი: იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი ადასტურებს, რომ იტალიის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
16:30 16.07.2018
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ეწვია.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ არის პირველი ოფიციალური ვიზიტი იტალიის პრეზიდენტის საქართველოში. იტალია არის საქართველოს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის. ჩვენ გვაქვს ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან სერიოზული დინამიკა, მოგეხსენებათ, რომ განხორციელდა უმაღლესი თანამდებობის პირების - პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ვიზიტები იტალიაში. საპასუხო ვიზიტი ადასტურებს, რომ იტალიის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელძღვანელმა.

როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას აღნიშნა იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრებზე განხილულ იქნება ორმხრივ ურთიერთობები ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში. მინისტრის თქმით სხვადასხვა სფეროში რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება და ასევე გაიმართება ბიზნეს ფორუმი. დავით ზალკალიანის შეფასებით აღნიშნული ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებს.

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჯო მატარელა ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

იტალიის პრეზიდენტი ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. სერჯო მატარელა ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს “ქართულ-იტალიური” ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა