logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირინე ფრუიძე: საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს მასპინძლობს, რომელიც ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება
ირინე ფრუიძე: საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს მასპინძლობს, რომელიც ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება
16:20 16.07.2018
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ თბილისში დაიწყება, ბრიფინგი გამართა.



ირინა ფრუიძე პირველ რიგში ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.



„ვუსამძიმრებ ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ტყიბულს და მთელ საქართველოს ამ უმძიმეს ტრაგედიას. მისასალმებელია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ამ შახტის დახურვის შესახებ, სანამ იქ არ დამკვიდრდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები“,-აღნიშნა ირინე ფრუიძემ.



ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტი ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება.



„როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო წელს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტს მასპინძლობს. სამიტი ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება. სამიტში 75-ზე მეტი ქვეყნის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა 22 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია“,-განაცხადა ირინე ფრუიძემ.



მისი თქმით, ხვალ, საპარლამენტო კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პარლამენტის ღიაობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ჩართულობა საპარლამენტო პროცესებში.



ირინე ფრუიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც 2015 წელს ხელი მოაწერა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას, შექმნა ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭო და დაიწყო სამოქმედო გეგმის განხორციელება.



„პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ჩვენი ფორმატი აღიარებულია მთელ მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი“,-განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.



ირინე ფრუიძის განცხადებით, გასულ კვირას, პარლამენტის ბიურომ მესამე სამოქმედე გეგმა დაამტკიცა.



„გასულ პერიოდში მრავალი საქმიანობა განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო პარლამენტის მეტ ღიაობას, გამჭვირვალობას და საზოგადოების ჩართულობას საპარლამეტო პროცესებში, ისეთი როგორიც არის კომენტარის გაკეთების ფუნქცია კანონმდებლობაზე, ასევე პეტიციებისა და საკანონმდებლო ინიციატივების ელექტრონულად წარდგენის წესი“,-აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.



ირინე ფრუიძის განცხადებით, საპარლამენტო დემოკრატიაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ძლიერი და ეფექტიანი, და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი იქნება ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური.



„ჩვენ ვაგრძლებეთ ამ მიმართულებით მუშაობას. დაგეგმილია ბევრი აქტივობა მესამე სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ასევე, ვგეგმავთ დავიწყოთ ფართომასშტაბიანი სამოქმედო კამპანია, რათა ჩვენს საზოაგდოებას გავაცნოთ ის ინსტრუმენტები, რომლებიც იქმნება პარლამენტში მათი ჩართულობისთვის და პარლამენტის მეტი ღიაობის უზრუნველყოფისთვის“,-აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.



ირინე ფრუიძის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა საქართველომ გასულ წელს საფრანგეთისგან გადმოიბარე და წელს კანადას გადასცემს.

„ძალიან საამაყოა ჩვენთვის, რომ მსოფლიო ინიციატივაში საქართველოს მიღწევები არის აღიარებული“,-განაცხადა ირინე ფრუიძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა