logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი თვითმიზანი უნდა იყოს ადამიანის, როგორც მთავარი ღირებულების დაცვა
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი თვითმიზანი უნდა იყოს ადამიანის, როგორც მთავარი ღირებულების დაცვა
15:48 16.07.2018
„ჩვენი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის შესაბამის მუხლში და ამასთან დაკავშირებით, ჰქონდა კომისიას ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა, შემდეგ დაიკავა საკმაოდ ხისტი პოზიცია მთავრობის ხელმძღვანელობამ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის მიერ იმჟამინდელი მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევა არასწორი კომპრომისი იყო.



„ჩვენი მოწვევის პირობებში, პირველად ეს საკითხი აქტუალური გახდა მაშინ, როდესაც ჩვენ განვიხილავდით შესაბამის მუხლს საკონსტიტუციო კომისიაში. შესაბამისი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის შესაბამის მუხლში და ამასთან დაკავშირებით, ჰქონდა კომისიას ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა, შემდეგ დაიკავა საკმაოდ ხისტი პოზიცია ამ მთავრობის ხელმძღვანელობამ და ეს გახდა მიზეზი იმ პროცესებისა, რომელიც თქვენ კარგად გახსოვთ. მათ შორის, პროტესტის მიზეზიც გახდა ჩვენი პოზიციის ცვლილება. ჩვენ მაშინ ანგარიში გავუწიეთ მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას, რაც, ვფიქრობ, რომ იყო არასწორი კომპრომისი. კონკრეტული ზომები არის მისაღები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით დაინერგოს შრომის უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, ჩვენ ვალდებულებები გვაქვს აღებული სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ევროკავშირის წინაშე. მთავარია, რომ ეს ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს და მთავარია, რომ მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი, რათა თავიდან ავირიდოთ მომავალში ასეთი ტრაგიკული შემთხვევები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა მისი მხრიდან, როდესაც მითითება წინა სამთავრობო ხელმძღვანელობაზე გააკეთა და ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული გარემოებები არსებობს.



„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე მითითება გავაკეთე წინა სამთავრობო ხელმძღვანელობაზე, ამასთან დაკავშირებით, არის კონკრეტული გარემოებები, ყველა არის ამის თვითმხილველი. ჩვენ კომისიაში გვქონდა პოზიცია ჩამოყალიბებული და შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიის მომდევნო სხდომაზე, მე ღიად განვაცხადე მაშინ, რომ მთავრობის ხისტი პოზიცია გახდა ჩვენი პოზიციის ცვლილების მიზეზი. ეს არის ის, რაც არის დოკუმენტირებული, ეს არის მოვლენათა განვითარება და ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილებაც საზოგადოების შესაბამის წრეებში. ამ უკმაყოფილებას ჰქონდა, ბუნებრივია, ობიექტური საფუძველი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლიბერტარიანული მიდგომა საბოლოოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს და თვითმიზანი უნდა იყოს ადამიანის, როგორც მთავარი ღირებულების დაცვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შესაბამისად უნდა გადაიხედოს პოლიტიკის ყველა ასპექტი, რაც შესაძლოა, რაიმე ტიპის ლიბერტარიანულ მიდგომასთან იყოს დაკავშირებული.



„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლიბერტარიანული მიდგომა არის ის, რაც საბოლოოდ უნდა ჩავაბაროთ წარსულს. ჩვენ ვაცხადებთ და ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი, რომ მთავარი ღირებულება ჩვენთვის არის ადამიანი და თვითმიზანი არ შეიძლება იყოს არც ეკონომიკური განვითარება და არც რაიმე სხვა. თვითმიზანი ერთადერთი ეს უნდა იყოს ადამიანის, როგორც მთავარი ღირებულების დაცვა. აქედან უნდა ამოვიდეთ და შესაბამისად, უნდა გადაიხედოს ყველა ასპექტი ჩვენი პოლიტიკის, რომელიც, შეიძლება, ასევე დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის ლიბერტარიანულ მიდგომასთან. ჩემთვის პირადად ეს არის მიუღებელი, ჩვენი გუნდისთვის ეს არის მიუღებელი, ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის მაქსიმალურად სწრაფი ტემპის უზრუნველყოფა ეკონომიკის განვითარებაში, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ადამიანის, როგორც ღირებულების და ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა