logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა ევროკომისიის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა
დავით ზალკალიანმა ევროკომისიის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა
14:38 16.07.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკომისიის გაფართოვების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში დირექტორატის (DG NEAR) უფროსის მოადგილესთან კატერინა მატერნოვასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში არსებული მიღწევები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხები. ამასთან ერთად მხარეებმა განიხილეს საქართველოს-ევროკავშირის მაღალი დონის სექტორული დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა, მისი მოსამზადებელი სამუშაოები და განსახილველი საკითხები.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ევროინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს, რაც ასევე ასახულია ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამაში. მინისტრმა ისაუბრა მთავრობის ინიციატივაზე საგზაო რუკის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო უფრო დააჩქარებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას.

ევროკომისიის დირექტორატის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს რომ საქართველო არის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში, რაც დასტურდება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. კატერინა მატერნოვამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ფინანსური დახმარების როლს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერაში და აცნობა ქართულ მხარეს, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირის დახმარების ათვისებას, როგორც საბიუჯეტო დახმარების პროგრამების საშუალებით, ასევე მაკრო-ფინანსური და სხვადასხვა საექსპერტო დახმარების პროგრამების მეშვეობით.

ვიზიტის ფარგლებში კარეტინა მატერნოვა გამართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, განათლების და მეცნიერების და სხვა უწყებებთან.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა