logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს
11:37 15.07.2018
„იმ პირობებში, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მისაღებიც არის პერსონალურად, ასე ითქვა, პრეზიდენტის მხრიდან, კონკრეტული კანდიდატი - ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ასეთ დროს დამატებითი დროის აღება, ასეთი ტიპის კომენტარების გაკეთება არის აბსოლუტურად გაუგებარი“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

მისი თქმით, 2016 წელს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მთავარი განმსაზღვრელია აჭარის მოსახლეობის დემოკრატიული ნება.

„გაჭიანურება არ ვიცი, მაგრამ მისი კომენტარები ჩემთვის იყო გაუგებარი. სიტუაცია არის მარტივი. ჩატარდა 2016 წელს უმაღლესი საბჭოს არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნება“ ორი მესამედით ანუ მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში და მთავარი განმსაზღვრელი არის, ბუნებრივია, მოსახლეობის ნება, აჭარის მოსახლეობის დემოკრატიული ნება. ასეთ პირობებში, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მისაღებიც არის პერსონალურად, ასე ითქვა, პრეზიდენტის მხრიდან, კონკრეტული კანდიდატი, ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ასეთ დროს დამატებითი დროის აღება, ასეთი ტიპის კომენტარების გაკეთება არის აბსოლუტურად გაუგებარი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული პერიოდი, როდესაც პრეზიდენტს ვარწმუნებდით იმაში, თუ როგორ უნდა იყოს წაკითხული კონსტიტუციის ესა თუ ის ნორმები, მაგალითად, მთავრობის ნაწილში და ხუთი წელი დაგვჭირდა იმის ასახსნელად, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, პრემიერმინისტრობის და მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც გამოხატავს საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ნებას. ეს არის მარტივი რამ, თუმცა, ხუთი წელი დასჭირდა ამ მარტივი ჭეშმარიტების აღსაქმელად პრეზიდენტს და ახლა გვიწევს, როგორც ჩანს, იმის სწავლებაც პრეზიდენტისთვის, რომ ანალოგიურად უნდა იმოქმედოს მან აჭარაში, როდესაც მას გასათვალისწინებელი აქვს, ბუნებრივია, უმაღლესი საბჭოს არჩევნების ნება.

პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც კითხულობს და სწორად კითხულობს კონსტიტუციას, თუმცა, ამ კუთხით, ჩვენ ვხედავთ პრობლემებს. არის მარტივი ვითარება, როდესაც პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, ვალდებულება ეს არის მოსახლეობის წინაშე ვალდებულება, იმ მოსახლეობის წინაშე, რომელმაც აჭარაში გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“ . ეს არის მისი ვალდებულება საზოგადოების, მოსახლეობის წინაშე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ის სწორად გააცნობიერებს კონსტიტუციას, სწორად წაიკითხავს კონსტიტუციას და იმოქმედებს ამ მოცემულობის შესაბამისად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა